საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომობილი აფეთქდა

02.08.16 15:00


თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, მერსედესის მარკის ავტომობილი აფეთქდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მანქანას ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა.

ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა აფეთქებამდე მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, ისინი არ დაშავებულან.

ავტომანქანაში ჩამონტაჟებული იყო გაზის ბალონი, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა აფეთქების მიზეზი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მეხანძრე მაშველი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია.

ამ წუთებში მარშალ გელოვანის გამზირზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები