საზოგადოება

ბათუმში თაფლის ფესტივალი მთელი საქართველოდან მეფუტკრეებს შეკრებს

02.08.16 18:35


ბათუმში თაფლის ფესტივალზე მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 13 აგვისტოს შეიკრიბებიან.

ღონისძიებაზე როგორც ინდივიდუალური მეფუტკრეები, ისე კომპანიები, სხვადასხვა სახეობის თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქტებს წარადგენენ აღნიშნულია ღონისძიების „ფეისბუქის“ გვერდზე.

ფესტივალი ბათუმის ბულვარში (კოლონადების მიმდებარე ტერიტორია) 12:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება.

თაფლის ფესტივალი ტარდება ქართული თაფლის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული "აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაცია".



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1396


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები