საზოგადოება

“ავტომანქანების გამონაბოლქვის გამო, თბილისში მალე კატასტროფულ ვითარებას მივიღებთ”

02.08.16 18:55


NDI- ის კვლევებში პრობლემების ათეულის ჩამონათვალში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მოხვედრას დადებითად აფასებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი.

ამის შესახებ მან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევები, სავალალო და კატასტროფულად ჩათვალა საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა.

ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ გაათმაგებულიყო მუშაობა და ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი თანხა გამოყოფილიყო პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, ჭიათურის მოსახლეობას დამამშვიდებელი არაფერი შემიძლია ვუთხრა, რადგან სავალალო მდგომარეობაა ამ კუთხით და თუ არ ეშველა ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, ჭიათურის რაიონის მონაცემები, რაც საერთაშორისო ორგანიზაციამ დადო, შეიძლება უფრო გაუარესდეს“,-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურების კუთხით თბილისში 80-90% ცენტრალურ და იმ რაიონებში მოდის, სადაც სატრანსპორტო ნაკადი მაღალია.

„კატასტროფული მდგომარეობა არ არის, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, არ შეიცვლება კანონმდებლობა, რეგულაციები, არ იქნება დაწესებული ნორმები ავტოტრანსპორტთან მიმართებაში, რაც საერთაშორისო აღიარებული ნორმებია, რამდენიმე წელში კატასტროფულ ვითარებას მივიღებთ, რადგან თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა დღითიდღე მატულობს“,-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები