საზოგადოება

სამგორის რაიონში 72 მისამართზე ასფალტის საფარი იგება

02.08.16 19:35


სამგორის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტის საფარი გამოიცვალა როგორც მთავარ, ასევე შიდა გზებზე.

დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ასფალტის საფარი 122 601 კვადრატული მეტრს შეადგენს, საერთო თანხა კი 5 223 726 ლარია.

„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

55 ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, 10 ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 7 მისამართზე დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია. ასევე, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები