საზოგადოება

სპეციალისტი: შავი ზღვის სანაპიროზე გველები არ არიან

02.08.16 20:05


გველი, რომელიც ბათუმში ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს, იქ მდინარე ბარცხანიდან მოხვდა, განაცხადა აჭარის გარემოს დაცვის ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ.

„მარილიან წყალში გველები არ ბინადრობენ. ეს გველი მდინარე ბარცხანიდან მოხვდა, რომელიც შავ ზღვას უერთდება. არანაირი საშიშროება არ არის, არანაირი გველები აქ არ არიან, წყალი კრისტალურად სუფთაა, ყველა დამსვენებელი აღნიშნავს ამას და ძალიან კმაყოფილი არიან“, — განაცხადა პაპუნიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა გველის ფოტო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ბათუმში დაიჭირა. შეშინებულმა დამსვენებლებმა სანაპირო დატოვეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები