საზოგადოება

სპარსულ მოტივებზე დადგმულ "ხამსეს" ბათუმში წარმოადგენენ

02.08.16 20:45


ნიზამი განჯევის (აბუ მუჰამედ ილიას იბნ იუსუფი) პოემების სპარსული მინიატიურების მიხედვით დადგმულ თანამედროვე ბალეტ „ხამსეს“ ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე 14 აგვისტოს უჩვენებენ.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგება გიორგი ალექსიძის კამერული ჯგუფი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.

ბალეტის მუსიკა და დადგმა აზერბაიჯანის სახალხო არტისტს, ცნობილ კომპოზიტორსა და მომღერალ ფოლად ბულბულ ოღლის ეკუთვნის, ქორეოგრაფია კი მარიამ ალექსიძეს. სცენის მხატვრულ გაფორმებაზე დამსახურებული მხატვარი — თეიმურაზ მურვანიძე მუშაობდა.

ღონისძიების ორგანიზატორი — ასოციაცია „კულტურათა დიალოგი — XXI“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდია.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა“ ფინანსური მხარდაჭერით.

„ხამსე“ („ხუთეული) — ნიზამი განჯევის ძირითადი ნაწარმოებია, რომელიც ერთი სახელწოდების ქვეშ ხუთ პოემას აერთიანებს: "საიდუმლოებათა საგანძური", "ხოსროვ და შირინი", "ლეილი და მაჯნუნი", "შვიდი მზეთუნახავი“, "ისქანდერნამე".

პოემას შუასაუკუნეების რაინდული ისტორიები უდევს საფუძვლად. ნიზამი „ხამსეში“ უმღერის ადამიანს, მის სიყვარულს, შრომისმოყვარეობას, მშვიდობასა და მეგობრობას.

ნიზამი განჯევის „ხამსემ“ არა მარტო სპარსული, არამედ აღმოსავლეთ პოეზიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები