საზოგადოება

ზესტაფონში "შავ ბაზარში" ხანძარმა მოვაჭრეები დააზარალა

03.08.16 15:20


ზესტაფონში ე.წ. "ძველ ბაზარში" მდებარე სავაჭრო ობიექტებს სამშაბათს ღამის 22 საათზე ცეცხლი მოეკიდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ამ სავაჭრო სივრცეში ძირითადად ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიებია განთავსებული. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი როგორც ზესტაფონში, ისე ქუთაისიდან და თერჯოლიდან. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშია ჩართული იყო ასევე ფეროშენადნობთა ქარხნის სამაშველო ეკიპაჟები.

დაზარალებულ მოვაჭრეთა განცხადებით, ხანძარმა დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართი და მათი ქონება გაანადგურა.

ხანძრის გამომწვები მიზეზები დგინდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 901


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები