საზოგადოება

თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომები დაიბადნენ

03.08.16 15:35


თბილისის ზოოპარკში სამი თეთრი ლომი დაიბადა — ეს ცნობილი ლომის ბოკვერის, თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული „შუმბას“ და-ძმები არიან.

ლომ კლეოპატრას გართულებული მშობიარობა ქონდა, პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ვეტერინარებმა იყოჩაღეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს… ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას. ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან.

ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა“, — ნათქვამია ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook.

თბილისში 2015 წლის 13 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ზოოპარკის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. სტიქიამდე ზოოპარკის ტერიტორიაზე, სულ 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები.

ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა, 13 ივნისამდე ზოოპარკი დამატებით 46 ცხოველის მიიღებს, შემოდგომამდე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 739


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები