საზოგადოება

95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა

03.08.16 20:05


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხომაზე ეკომიგრანტებისთვის ქონების დაკანონების საკითხი განიხილეს.

ქუმსიშვილის თქმით, 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება კანონიერ მფლობელობაში გადაეცემა.

„დღეს მთავრობაზე ჩვენ გავიტანეთ 95 ეკომიგრანტ ოჯახზე ქონების გადაცემა. ქონება პრაქტიკულად, მთელ საქართველოშია განლაგებული. ეს არის წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, ახმეტა, ხონი, მარნეული.

სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა არის და მასზე მგომი შენობა-ნაგებობა. საშუალოდ, გამოდის 2600 კვადრატული მეტრის მიწა და 40-50 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა.

ეს ადამიანები დიდი ხანია აქ ცხოვრობდნენ. მათი პრობლემები მოუგვარებელი იყო და ამ შემთხვევაში, ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა მოგვეცა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ოჯახებს ქონება საკუთრებაში გადაეცემა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 3862


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები