საზოგადოება

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის მიღების საათებს ზრდის

03.08.16 20:15


თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების ინტერესის გათვალისწინებით, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ღია ცის ქვეშ მუშაობის საათები გაზარდა.

ღია ცის ქვეშ მუზეუმი 1966 წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის გიორგი ჩიტაიას ინიციატივით დაარსდა. მუზეუმი საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს.

მუზეუმი ტერიტორიაზე სისტემატურად იმართება სხვადასხვა ხალხური ფესტივალი, გამოფენა თუ ბაზრობა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ხალხური შემოქმედების ფესტივალს „არტ გენს“, რომელიც ყოველ წელს ივლისის თვეში იმართება.

მუზეუმის შენობები დეკორაციების სახით მხატვრული ფილმების გადაღების დროს არაერთხელ გამოუყენებიათ, მაგალითად, ნანა ჯანელიძის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი მონაწილეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები