საზოგადოება

„სუხიშვილები“ ბათუმში კონცერტებს გამართავენ

03.08.16 20:30


სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ბათუმში კონცერტების ტრადიციულ სერია გამართავს — ლეგენდარული ანსამბლის გამოსვლები 16-19 აგვისტოს ჩატარდება.

„სუხიშვილების“ კონცერტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი — საქართველოს კულტურის პალატა აცხადებს, ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლი თავის თაყვანისმცემლებს უამრავ სიურპრიზსა და გრანდიოზულ საღამო აჩუქებს.

ანსამბლის გამოსვლის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის მთავრობა.

წლის ბოლოს, დეკემბერში „სუხიშვილები“ გასტროლებზე ბულგარეთსა და იტალიაში მიემგზავრებიან.

70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლი გასტროლებით 200-ზე მეტ ტურნეში 90 ქვეყანაში იმყოფებოდა, გამართა დაახლოებით 9500 კონცერტი. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები