საზოგადოება

რიოს პარაოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან ორი სპორტსმენი იასპარეზებს

03.08.16 20:40


რიოს 2016 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან ორი სპორტსმენი იასპარეზებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შალვა მაისურაძე, და კომპანია BP-ის დირექტი - საგარეო ურთიერთობის საკითხებში გიორგი ღვალაძე, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, პარაოლიმპიელებს ძიუდოისტს ზვიად გოგოჭურს და მოცურავე ლიკა ჩაჩიბაიას შეხვდნენ. სპორტსმენები რიოს 2016 წლის თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის მერიის ინფორმაციით, პარაოლიმპიელები კომპანია BP ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან ოლიმპიადაზე. კომპანია BP 2012 წლიდან დღემდე საქართველოში ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორია, კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პარაოლიომპირი მოძრაობის განვიათრებას.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი 2015 წელს გაიხსნა და ის საქართველოში ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა.

მერიის ინფორმაციით, კომპლექსში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სპეციალური აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე. ცენტრში არის ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედიული კაბინეტები. ამ ეტაპზე ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი პარასპორტსმენი. ცენტრში ვითარდება 9 პარასპორტული სახეობა; ეტლით ფარიკაობა, პარამშვილდოსნობა, პარამკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი, მაგიდის პარაჩოგბურთი, პარაჩოგბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოდიბილდინგი, ბოჩა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები