საზოგადოება

6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

03.08.16 20:50


რაჭაში, 6-7 აგვისტოს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ რაჭა, ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით 6 აგვისტოს 09:00 საათზე დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც 13:00 საათზე საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის. ამავე დღეს 18:00 საათზე ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიმართება და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.

საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, 14:00 საათზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, 19:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი, გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“. გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. საღამოს მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი გაუძღვებიან.

პრესცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები