საზოგადოება

მცხეთის ქუჩა 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გადაიკეტება

16.08.16 17:10


მცხეთის ქუჩა 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გადაიკეტება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს. როგორც ”ინერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.

”სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე. მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები