საზოგადოება

პოლონელი ჟურნალისტები საქართველოზე სტატიებს მოამზადებენ

16.08.16 19:10


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის მხარდაჭერით და უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის ორგანიზებით, პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს ესტუმრნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრესტურის ფარგლებში ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, წყალტუბო, ქუთაისი, სამეგრელო და სვანეთი მოინახულეს.

პოლონელი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მასალები გავრცელდება Wizz Tours-ის ბროშურებში, რომელიც ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტია.

Wizz Tours მომხმარებელს სთავაზობს ავიაბილეთების და სასტუმროების პაკეტებს.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრესტურის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებაა, მათ შორის უნგრეთში, პოლონეთსა და რუმინეთში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები