საზოგადოება

პატიმრების ნამუშევრების ყიდვა ინტერნეტით არის შესაძლებელი

16.08.16 21:45


ამუშავდა პატიმრებისა და ბრალდებულების ნამუშევრების ონლაინ-მაღაზია. სახსრები უშუალოდ პატიმრების ანგარიშზე ირიცხება.

ონლაინ-მაღაზიაში online.moc.gov.ge წარმოდგენილია ხატები, გემებისა და ეკლესიები მაკეტები, ხის ნაკეთობები, სამკაულები, ზარდახშები, ცვილის ფიგურები, ნახატები, ნაქარგები და თექის ნაკეთობები. ასევე შესაძლებელია ავეჯისა და ბაღის სკამების შეკვეთა.

ონლაინ-მაღაზია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების ხელმძღვანელის კახა კახიაშვილის ინიციატივით გახსნა.

ონლაინ-მაღაზიის საშუალებით შეძენილი ნივთების მიღება შესაძლებელია სამინისტროს შენობაში ან გლდანის საპატიმროში. ამჟამად მიწოდების სამსახური არ მოქმედებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები