საზოგადოება

თბილისის ზოოპარკმა ახალი ბინადარი წარმოადგინა - გადარჩენილი ფოცხვერი

17.08.16 21:15


თბილისის ზოოპარკის სტუმრებს სიურპრიზი ელოდებათ — ზოოპარკმა ახალი ბინადარი — ფოცხვერი წარმოადგინა.

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრის ფოტო, რომელსაც ვეტერინარებმა ამერიკელი მსახიობის ჰოლი ბერის პატივსაცემად ჰოლი დაარქვეს, ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა.

პატარა ფოცხვერს სევდიანი ისტორია აქვს ბედნიერი დასასრულით. რეინჯერებმა ის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე შრომის ნაპირზე იპოვეს. ის წყალდიდობის შემდეგ მდინარემ გამორიყა. ნაკრძალის დირექტორმა ფოცხვერი ზოოპარკს მიაბარა, სადაც ვეტექიმები მის გადასარჩენად ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ.

„კარგა ხანს არ ვიცოდით, გადარჩებოდა თუ არა. გადარჩა. მომჯობინდა და ახლა უკვე ყოჩღად დაბობღავს ბუთქუჩა თათებით ხის მორებზე. ფოტოს გადასაღებად რომ მივდივართ, ცნობისმოყვარედ იჭყიტება და სასაცილოდ აცანცარებს პატარა კუდსა და ფუჯებიან ყურებს», — აღნიშნულია ზოოპარკის „ფეისბუქ“-გვერდზე.

თავის ჩვეულ გარემოში დაბრუნებას ჰოლი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები