საზოგადოება
18.08.16 16:20
თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს აუტანელ პირობებში უხდებათ მუშაობა, რაც საფრთხის ქვეს აყენებს С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შესრულებას, განაცხადა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დირექტორმა ვახტანგ ქერიშვილმა.
ოთხშაბათს საავადმყოფოს მედპერსონალმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ჩაატარა.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია რამოდენიმე წლის წინ კომპანია „ავერსმა“ შეიძინა, რომელიც თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკრძალავს.
ამის გამო ისინი ახალ აპარატურას ვერ ამონტაჟებენ.
„ავერსი-ფარმა“ გეგმაზომიერად ახორციელებს ჟანგბადის გადაკეტვის პოლიტიკას, რათა გაუსაძლისი გახდეს ჩვენი აქ ყოფნა. მაგალითად, შენობაში სახურავი ჩამოინგრა და მისი შეკეთების საშუალებას არ გვაძლევენ…გაიჭედა საკანალიზაციო სისტემა, ფეკალური მასები გამოდიოდა და მისი გაწმენდვის ნებართვა არ მოგვცეს“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა.
„ვადასტურებ, რომ იქ უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. პრაქტიკულად ბოლო წელიწადნახევარი „ავერსთან“ მოლაპარაკებებზეა დახარჯული, იმის თაობაზე, რომ მათ საშუალება მოგვცენ სახელმწიფოს თანხებით იმავე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა ავაშენოთ“,- განაცხადა სერგეენკომ.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა, თუმცა მედპერსონალს მისი გამოყენების საშუალება არ აქვს.
სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის თბილისში უკვე სხვა ტერიტორიაა გამოყოფილი.
„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება“,- აღნიშნა მინისტრმა.
სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე კომპანია „ავერსი“ დათმობებზე წავა და ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტების მიღებაში ხელს არ შეუშლის.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24