საზოგადოება

კახი კახიაშვილმა თანამდებობა დატოვა

18.08.16 18:30


კახი კახიაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა. ძალოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადებით, 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება აღნიშნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები.

„ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები.

სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას. რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“, – განაცხადა კახი კახიაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები