საზოგადოება

თბილისის „დინამო“ უეფას ევროპის ლიგისთვის იბრძოლებს

18.08.16 19:25


თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ ხუთშაბათს ბერძნული „პაოკის“ წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩს გამართავს.

თამაში თბილისის „დინამო არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ სალონიკში გაიმართება. ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპში საგზურს მიიღებს.

„დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს, მაშინ ჯერ კიდევ უეფას თასზე, 2004-2005 წლების სეზონზე ითამაშა. D ჯგუფში „დინამომ“ ოთხივე მატჩი წააგო, კარში გაუშვა 13 ბურთი და მხოლოდ ორი გაიტანა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები