საზოგადოება
18.08.16 19:35
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო ოპერაცია არც ღამით წყდება. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი.
სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
ქართული მხარის თხოვნით სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური.
ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს, დილის 2 საათზე, კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გუშინ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო.
„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუსვენებლად მუშაობდნენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. შემდეგ ჩაერთნენ ასევე, თურქები. კატარღა უკვე შემოვიდა, ხვალ დილას კი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თურქული ხომალდიც შემოვა, რათა მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს სამუშაოები. ყველა უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, აბსოლუტურად მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ ეს სამძებრო სამუშაოები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. ღონისძიებების უშუალოდ გაცნობის მიზნით, ლევან იზორია გუშინ გონიოში გაემგზავრა და პირად შემადგენლობას ახალი მითითებები მისცა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ დამხარება აღუთქვა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 919
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24