საზოგადოება

აგვისტოს ბოლოს ბელარუსში „თბილისობას“ იზეიმებენ

18.08.16 19:45


ფესტივალი „თბილისობა 2016“ მინსკში 27 აგვისტოს გაიმართება, აცნობა Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორმა, ქართულმა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამულმა“.

მინსკის ერთ-ერთი რაიონი ამ დღეს გიგანტურ, ასმეტრიან სანადიმო სუფრად გადაიქცევა.

ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს ასევე ჰპირდებიან, რომ შეასწავლიან ცხვრების გაკრეჭას, თიხის ჭურჭლის ძერწვას, ფარდაგის მოქსოვას, ღვინის დაწურვასა და სხვა ქართულ ხელობებს.

გამონაკლისი არც ქართული ცეკვა იქნება. „თბილისობა 2016-ის“ ნებისმიერ დამსწრეს ექნება საშუალება, შეისწავლოს ცეკვის ელემენტები.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„თბილისობა“ წელს მეორედ იმართება მინსკში. გასულ წელს ბელარუსში ერთხელ უკვე იზეიმეს ეს დღესასწაული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები