საზოგადოება

საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელს ეძებენ

29.08.16 16:10


ტყიბულში 22 სექტემბერს შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელთა შორის კონკურსი გაიმართება, აღნიშნულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე.

კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესთნ დაკავშირებით ჩატარდება.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. კონკურსის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჩართვა და პოემის ზეპირადმთქმელთა გამოვლენა განურჩევლად ასაკისა. ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ამ ღირსშესანიშნავი ძეგლისადმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. აგრეთვე, მასში ჩაერთვებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. კონკურსი, რომელიც გაიმართება ხუთ ეტაპად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ჩატარდება.

I ეტაპი — კონკურსანტის სურვილით შერჩეული თავის ზეპირად წაკითხვა. II ეტაპი — ერთ წუთში რაც შეიძლება მეტი აფორიზმის თქმა. III ეტაპი — ჟიურის მიერ შერჩეული სტროფიდან გაგრძელება. IV ეტაპი — ჟიურის მიერ მითითებული თავის ბოლო სტროფის ზეპირად წაკითხვა (მოფიქრების დრო 1 წუთი). V ეტაპი — ჟიურის მიერ მითითებული ნებისმიერი სტროფის მესამე სტრიქონიდან სტროფის გამთლიანება (მოფიქრების დრო 1 წუთი). პროექტის ორგანიზატორია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მსურველებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 6 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], [email protected], ან დარეკონ საკონტაქტო ნომრებზე: 595 77 98 53; 551 55 14 21; 599 10 25


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები