საზოგადოება

140 ყაზახი ტურისტი ბათუმიდან გაფრენას ვერ ახერხებს

29.08.16 17:35


140 ყაზახი ტურისტი ბათუმიდან შინ დაბრუნებას უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კომპანია SkyBus-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ბელობოროდოვმა.

რეისის დაგვიანებას საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ბათუმიდან გაფრენის თარიღი ბორტზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების თარიღს არ დაემთხვა.

მიუხედავად იმისა, რომ, გენერალური დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავები გამართულია, მათ მგზავრების გადაყვანა არ შეუძლია. ალმათიდან უახლოეს პერიოდში გამოფრინდება თვითმფრინავი, რომელიც ყველა მგზავრს სამშობლოში წაიყვანს, აღნიშნა მელობოროდოვმა. „ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა სისწრაფით გააფორმებს საავიაციო ხელისუფლება გადაფრენის მარშრუტის ნებართვას.

როგორც კი ნებართვას მივიღებთ. თვითმფრინავი გამოფრინდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს დღეს მოხდება“, — ვარაუდობს ბელობოროდოვი.

ავიაკომპანიამ ბათუმში „ჩარჩენილები“ საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველყო, მათთან მუდმივად მუშაობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი. გარდა ამისა, SkyBus-ი მზადაა გადაუხადოს პირგასამტეხლო ტურისტებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, საქართველოში შვებულება გაეხანგრძლივებინათ. „როგორც ვფიქრობ, როცა ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, ვინმე დაწერს განცხადებას, საჩივარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში განვიხილავთ“, — დაასკვნა ბელობოროდოვმა. ყაზახი ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოში დაბრუნების ზუსტი დრო არ იციან. „უკვე ჩავალაგეთ ჩემოდნები, აეროპორტში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ ბოლო მომენტში გვაცნობეს, რომ გაფრენა გადაიდო. კითხვაზე „რატომ?“ არავინ გონივრული პასუხი არ გაგვცა. კი, უზრუნველყოფილი ვართ საცხოვრებლითა და კვებით, მაგრამ გვინდა გავიგოთ, როდის გავფრინდებით სამშობლოში“, — განაცხადა ტურისტმა ვიტალი ნესილბაევმა ტელეკომპანია „24 kz“-სთან საუბრისას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები