საზოგადოება

ბათუმში ჯგუფ „ЗВЕРИ“-ს კონცერტი გაუქმდა

29.08.16 17:55


პოპულარული რუსული პოპ-როკ-ჯგუფ „Звери“-ს სოლო კონცერტი, რომელიც ბათუმში 29 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. „ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფ „ЗВЕРИ“-ს ქართული მსმენელის წინაშე გამოსვლა დიდი ხანია, უნდა და ჩვენ მალე შეხვედრის იმედი გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოსვლა 2017 წლის ტურის ფარგლებში გაიმართება. ველოდებით ახალი პრომოუტერების წინადადებებს საქართველოში“, — აღნიშნულია ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

კონცერტის გაუქმების მიზეზად რუსი მუსიკოსები ორგანიზატორების მხრიდან პირობის დარღვევას ასახელებენ — კომპანია GTS Group-მა „არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მითითებულ ვადაში მუსიკოსებს ჰონორარი არ გადმოურიცხა“. GTS Group-ი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ 28 აგვისტოს, 13:00 საათზე მათი საორგანიზაციო გუნდი მუსიკოსების დასახვედრად მზად იყო, მაგრამ „სამწუხაროდ, მათ ჩამოფრენა ვერ შეძლეს“.

„მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group-ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ორგანიზაცია მსმენელსა და ღონისძიების პარტნიორებს საკუთარი სახელით ბოდიშს უხდის. რაც შეეხება ბილეთების თანხის დაბრუნებას, ორგანიზატორების განცხადებით, ეს 31 აგვისტოს იქნება შესაძლებელი. ბილეთების თანხის დაბრუნების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ხვალ, 30 აგვისტოს, კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება. ჯგუფი "Звери"-ს კონცერტი აჭარაში პროექტ 'Check in Georgia' ფარგლებში უნდა გამართულიყო — ეს საქართველოს მთვრობის მიერ ინიციირებული პროექტია, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში მისი საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურფება. ჯგუფი "Звери" 2001 წელს რომან ბილიკის მიერ შეიქმნა, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, როგორც რომან ზვერი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 676


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები