საზოგადოება

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

29.08.16 21:25


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი – 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოების პროექტის ფარგლებში დაიგება 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზია, აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები