საზოგადოება

მარნეულში 200 ადამიანი მოიწამლა – მათ შორის არიან ბავშვებიც

30.08.16 16:30


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით 200-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 28 მცირეწლოვანი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ქორწილში იმყოფებოდა. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზი საკვები ან სასმელია. მოწამლულები გვიან ღამით მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მათი ნაწილი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მარნეულის საავადმყოფოებიდან რუსთავსა და თბილისში გადმოიყვანა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები