საზოგადოება

დიდუბის რაიონს 12 განახლებული სკვერი შეემატა

30.08.16 17:00


დიდუბის რაიონში 12 მოსასვენებელ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობის თანამშრომლებმა დაზიანებულ სკვერებში აღრიცხეს არსებული დაზიანებები, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა.

სკვერებში მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. ტერიტორიები შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით.

სკვერებში აგრეთვე დამონტაჟდა საჩრდილობლები.

სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები