საზოგადოება

ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დახურა

31.08.16 17:55


ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა საქართველოსთან 3 დღით ე.წ. საზღვარი დახურა.

სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო მთავრობამ 1-ელ სექტემბერს, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებით ახსნა.

ამ ინფორმაციის მიხედვით, „საზღვარზე“ მიმოსვლა 2 სექტემბრიდან აღდგება. 1-ელ სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის 54 სკოლაში სწავლა იწყება. უსაფრთხოებას ე.წ. შს სამინისტროს 500 თანამშრომელი უზრუნველყოფს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 2962


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები