საზოგადოება

გონიოში ზღვაში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

31.08.16 18:05


გონიოში, გეგმური წვრთნების დროს დაღუპული ჯარისკაცის, იაგო შარაძის დედამ, ელენე შარაძემ შიმშილობა დაიწყო.

როგორც ელენე შარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თურქული სამძებრო ხომალდი თითქმის თვალს მიეფარა და, სავარაუდოდ, სამძებრო ღონისძიებები შეწყდა, თუმცა ოჯახი საქმის კურსში ოფიციალურ სტრუქტურებს არ ჩაუყენებია.

ელენე შარაძის თქმით, თუ დღეს, დღის პირველ ნახევრამდე ოჯახს ინფორმაციას არ მიაწვდიან, ისინი გონიოში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. „მთელი ღამე აქ ვრჩებით! ველოდებით, მოვიდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ან ვინმე ზემდგომი და გვითხრას, რა ხდება, რატომ წავიდა თურქული გემი. გემი თითქმის თვალს მიეფარა, აღარ ეძებენ ჩემს შვილს. მე მინდა ძებნა გააგრძელონ. ცოცხალ შვილს არ ვითხოვ, მკვდარი შვილის ცხედარი მინდა, რომ საფლავი მქონდეს. უვადო შიმშილობა დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე შიმშილობას ვაცხადებ. თუ ვნახავ, რომ ჩემი შვილი ვერ მიპოვეს, ბენზინს გადავისხამ და დავიწვამ თავს. ან აქედან ჩემი შვილის ცხედრით წავალ ან მეც მკვდარს წამიღებენ“, - აღნიშნა გუშინ ელენე შარაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი გეგმური წვრთნების დროს გონიოში ზღვაში 16 აგვისტოს გაუჩინარდა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები