საზოგადოება

თბილისში პარკირება 56 ადგილზე აკრძალეს

02.09.16 17:40


თბილისი მერიამ ქალაქი ტროტუარებზე პარკირების ადგილების რაოდენობა შეზღუდა.

უფრო ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია City Park-თან ხელშეკრულებას კაბალური უწოდა. შეთანხმება, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, მხოლოდ მის ინტერესებს ითვალისწინებს, აღნიშნა მერმა.

შედეგად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტი. „ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად განვავითაროთ მრავალსართულიანი პარკირებები და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ ტროტუარებზე პარკირებაზე“, — განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს. ნარმანიას დავალებით, სატრანსპორტო სამსახურმა შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმად, ტროტუარებზე პარკირების გაუქმების პარალელურად, თბილისში პარკირების ალტერნატიული ადგილების მოწყობა იგეგმება. გასული წლიდან მოყოლებული, თბილისში ტროტუარებზე 500-ზე მეტი პარკირების ადგილი გაუქმდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები