საზოგადოება

საქართველოში ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

02.09.16 18:30


ფოთში ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავი გემი ფეკალური მასების ზღვაში ჩაღვრისთვის დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ის ასევე ვალდებული იქნება, გარემოსთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს. გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვება მხოლოდ ჯარიმის სრულად გადახდის შემდეგ შეეძლება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები