საზოგადოება
05.09.16 17:25
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ინციდენტებისა და დარღვევების გარეშე, რაც აღიარებულია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებით. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომელმაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.
„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდან არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, რომ საარჩევნო გარემო არ წარიმართოს ისე მშვიდად და სამართლიანად, როგორც ამისთვის ჩვენ ვართ მომართული, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ და ჩავატარებთ არჩევნებს, ყველაზე სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 514
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24