საზოგადოება

„ჰეროკრატიის“ ახლა ჩვენება მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება - ბიძინა ივანიშვილი

05.09.16 18:25


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე „ჰეროკრატიაზე“ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ფილმის ჩვენება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმიტომ გადაწყდა, რომ ეს ყოველივე საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთაბაში დაეხმაროს:

„რაც შეეხება ფილმს რა თქმა უნდა ჩემი იდეა იყო, ორი წლის წინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, „9+1“-იც ჩემი მოგონილი იყო სათაური, მაგრამ ხაინდრავამ ახალი სათაური გაუკეთა, რაც შეეხება იმას, რომ ამის ჩვენება ახლა ხდება, ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი მიზეზი არის ის, რომ ფილმის გადაღებას დიდი დრო დასჭირდა. 24 სერიიანი ფილმია, მასშტაბურია და დაემთხვა, თორემ, შესაძლო იყო უფრო ადრე ჩვენებაც. ის, რომ ახლა არის ჩვენება, ეს არჩევნების მახსოვრობაში დაგვეხმარება, იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს ჩვენმა მოსახლეობამ, იმისთვის, რომ მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები