საზოგადოება

„ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების „ზონდერებთან“ მიდის“

05.09.16 20:55


„ვიცი სად მიდის მკვლელობის კვალი“ , – ამ სათაურით „კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბადრი ნათობაძისა და ყოფილი მაღალჩინოსნების „ძმაკაცობის“ შესახებ.

სტატიაში ნათქვამია, რომ ნათობაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემდეგ, 2013 წელს დატოვა საპატიმრო. გაზეთი მოკლული ჯოხაძის ახლობლის ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც აცხადებს, რომ ჯოხაძეებს და ნათობაძეს დაპირსპირება რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ბარში ჰქონდათ.

ჯოხაძის ახლობლის ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობაც სწორედ შურისძიებას უკავშირდება. “კვირის პალიტრის“ წყაროს თქმით, მკვლელობის შემდეგ ნათობაძე კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ჰქონდა ნაყიდი.

ყოფილი პატიმარი, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი გია ფაცურია, რომელიც მოკლულსაც იცნობდა და ეჭვმიტანილსაც კარგად იცნობს, გაზეთს ვრცელ ინტერვიუს აძლევს.

ჟურნალისტთან საუბრისას ფაცურია ყვება, რომ „ბადუკა“ რისთვისაც იხდიდა სასჯელს, მსგავს შემთხვევებზე სხვებს 20 წელი ჰქონდათ მისჯილი. ფაცურიას თქმით, ნათობაძე ნარკოდანაშაულისთვის და საპატრულო პოლიციის მანქანის დამტვრევისთვის დააკავეს.

ყოფილი პატიმარი „კვირის პალიტრასთან“ ციხეში ნათობაძესთან ერთად ყოფის დროს მის მონაყოლს იხსენებს.

“ციხეში გვიყვებოდა, რომ იმდროინდელ მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობდა.

დარწმუნებით ვამბობ: ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების „ზონდერებთან“ მიდის“,-ამბობს ფაცურია.

ფაცურია მიიჩნევს, რომ ნათობაძეს ვიღაც ეხმარებოდა, რადგან იარაღის შოვნა და ჯოხაძის მარშუტის დადგენას, მისი თქმით, მარტო ვერ შეძლებდა.

“ეტყობა წინა ხელისუფლებისდროინდელ „მეგობრებს“ სერიოზულ ფაქტზე ჰყავდათ გამოჭერილი და უთხრეს, წახვალ 20-წლიანზე ან მოგვაშორებ ჯოხაძეს, ჩვენ კი არ მოგაკლებთ იქ ჭამა-სმას, მალე გამოვაშვებნინებთ შენს თავს და წახვალ შენს ძმაკაცებთან უკრაინაშიო“, – ამბობს ფაცურია.

იგი ვარაუდობს, რომ საქმეში მოქმედი პოლიცილებიც არიან გარეული, რომლებიც ფარულად ემსახურებიან წინა ხელისფლების „ზონდერებს“.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები