საზოგადოება
05.09.16 21:45
რუსული საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ახალი ტალღა 2016“-ის პირველ საკონკურსი ტურში საქართველოს წარმომადგენლებმა — გიორგი ნადიბაიძემ და ალისა დანელიამ — 139 და 135 ქულა მიიღეს.
რუსულმა კონკურსმა „ახალი ტალღა 2016“ სტარტი სოჭში 3 სექტემბერს აიღო და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 16 შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. პირველ ტურში, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართა, New Wave Hall-ის სცენაზე კონკურსის მონაწილეები მსმენელის წინაშე პროგრამით „სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან“ წარდგნენ.
ჟიურის შემადგენლობაში არიან პროდიუსერები, მომღერლები და კომპოზიტორები — იგორ კრუტოი, ფილიპ კირკოროვი, ლეონიდ აგუტინი, ვალერია, ანი ლორაკი, ანჟელიკა ვარუმი, კონსტანტინ მელაძე, ვიქტორ დრობიში, ვალერი მელაძე, დიმიტრის კონტოპულოსი (საბერძნეთი),"ГПМ Радио"-ს გენერალური დირექტორი იური კოსტინი და „МУЗ ТВ“-ს გენერალური დირექტორი არმან დავლეტიაროვი.
ჟიურის თავმჯდომარეა რუსეთის სახალხო არტისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორი იგორ კრუტოი.
„ახალი ტალღა 2016“-ის კონკურსის პირველ დღეს გიორგი ნადიბაიძემ „არმაგედონის“ საუნდრეკი — Aerosmith-ის "I Don’t Wanna Miss a Thing" შეასრულა.
უმაღლესი ქულა 11 ქართველ მომღერალს დრობიშმა, ვალერიამ, დავლეტიაროვმა, კირკოროვმა, ნიკოლაევმა, აგუტინმა, ვარუმმა, კონსტანტინ მელაძემ და იგორ კრუტოიმ დაუწერეს. შემსრულებელი 10 ქულით ლორაკმა, კონტიპულოსმა და ვალერი მელაძემ შეაფასეს.
ალისა დანელია მსმენელის წინაშე დონა სამერის "Bad Girls"-ი შეასრულა.
მაქსიმალური ქულით ქართველი შემსრულებელი დრობიშმა, ვალერიამ, დავლეტიაროვმა, ნიკოლაევმა, კოსტინმა, ვალერი მელაძემ და ანჟელიკა ვარუმმა შეაფასეს. 10 ქულა კი ალისას ლორაკმა, კრუტოიმ, აგუტინმა და კონსტანტინ მელაძემ დაუწერეს. კონტოპულოსმა და კირკოროვმა ქართველი მომღერალი 9-9 ქულით შეაფასეს.
მაქსიმალური საერთო შეფასება, 143 ქულა, კონკურსის პირველ დღეს უკრაინის წარმომადგენელმა — გალინა ბეზრუკმა მიიღო, მინიმალური კი ლატვიელმა სამანტა ტინამ.
„ახალი ტალღა 2016“-ის მეორე ტური — „დუეტების დღე“ 6 სექტემბერს გაიმართება.
„ახალი ტალღა“ პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა. 2015 წლიდან კონკურსი სოჭში იმართება.
კონკურსის იდეა კომპოზიტორებს იგორ კრუტოისა და რაიმონდ პაულსს ეკუთვის.
გარდა ამისა, სოჭში ფესტივალზე იმღერებენ სოფია როტარუ, სოსო პავლიაშვილი, პოლინა გაგარინა, სტას მიხაილოვი, ფილიპ კირკოროვი, ირინა ალეგროვა, ვალერი ლეონტიევი, ალსუ, გრიგორი ლეპსი, ლოლიტა, A’Studio, ვალერი მელაძე, იოლკა, ვერა ბრეჟნევა, ბიანკა, სერგეი ლაზარევი, სტას პიეხა, სლავა, ჯიგანი, ჯგუფები „გრადუსი“, „ლენინგრადი“, „ვია–გრა“ და სხვ. კონკურსს პირდაპირ ეთერში ტელეარხი "Россия 1" გადასცემს. „ახალ ტალღაზე“ საქართველოს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს.
კონკურსის გამარჯვებულები ქართველი შემსრულებლები ორჯერ იყვნენ: 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ და 2014 წელს ნუცა ბუზალაძე.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24