საზოგადოება

საქართველოში სკოლები, შესაძლოა, ისევ ათწლიან სწავლაზე გადავიდნენ

05.09.16 22:05


საქართველოს სკოლები უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ისევ ათწლიან სწავლებაზე გადავიდეს. ეს ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქვემო ქართლის პედაგოგებთან შეხვედრისას გაახმოვანა.

განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით ხვდება პედაგოგებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ათასამდე პედაგოგს შეხვდა, მაგრამ პროცესს იქამდე განაგრძობს, სანამ თითოეულისგან არ მოისმენს, რა აწუხებთ და რის შეცვლა სურთ განათლების სისტემაში.

„დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი შეძლებს, რომ ღირსეულად აღზარდოს ჩვენი შვილები მომავალში, როგორც ამას ადრე აკეთებდა… ჩვენს სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემაა და ეტაპობრივად, მასწავლებლებთან ერთად, გადავჭრით ამ პრობლემებს“, თუმცა დადებითი ცვლილებები უკვე ძალიან მალე გვექნება“ — განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ: სასკოლო განათლება საქართველოში დღეს სამ ეტაპად იყოფა: საწყისი (1-დან მე-6 კლასის ჩათვლით), საბაზისო: (მე-7 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით) და საშუალო (მე-10 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1990


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები