საზოგადოება

ბათუმში კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის საკითხს განიხილავენ

06.09.16 15:35


მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2016" გაიმართება ბათუმში 15-16 სექტემბერს, აცნობეს Sputnik-ს კომპანიაში Argus Media.

ორ დღიანი კონფერენციის მსვლელობისას სატრანსპორტო საშუალებებისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები 15 ქვეყნიდან გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და მათ კომპანიებში დანერგილ სიახლეებს. „დღეისათვის დარეგისტრირებულია კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. რეგისტრაცი გრძელდება, ასე რომ ვფიქრობ ღონისძიებაში 15-ზე ნაკლები ქვეყნის წარმომადგენელი არ იქნება“, — განაცხადეს კომპანიაში. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებული იქნება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ახალ მომსახურებასა და მარშრუტებთან, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებთან კასპიისა და სავი ზღვის რეგიონებს შორის და სხვა.

„ტრადიციულად კონფერენცია აერთიანებს სანავთობო და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საწვავის მომხმარებელთა კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს განიხილონ ყველაზე აქტუალური საკითხები და მიიღო უნიკალური ინფორმაცია კასპია-შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე“, — თქვეს კომპანიაში.

კონფერენციის ორგანიზატორია Argus Media —შეფასების საერთაშორისო სააგენტო, რომელიც იძლევა ინფორმაციას ფასებზე და ენერგომატარებლების და სხვა საქონლის ბაზრის კონიუნქტურაზე 1970 წლიდან. კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს რკინიგზა და აჭარის მთავრობა. ღონისძიების პარტნიორები არიან მსხვილი სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიები - Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port и Batumi Oil Terminal.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები