საზოგადოება

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო

06.09.16 15:45


საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თბილისში 1:2 წააგო. სტუმრები თამაშის მე-16 წუთზე გავიდნენ წინ მაშ შემდეგ, რაც მარტინ ხინტერეგერმა საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთი თავური დარტყმით შეაგდო თბილისელთა კარში. პირველი ტაიმის ბოლოს, სტუმართა უპირატესობა კიდევ ერთ ბურთით გაზარდა მარკ იანკომ, რომელმაც ასევე თავით გაიტანა ბურთი.

თამაშის მეორე ტაიმში, მასპინძელთაგან ჯანო ანანიძემ შეძლო ანგარიშის შემცირება.

დარჩენილ 12 წუთში ქართულ გუნდს რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება ფრედ დაესრულებინა თამაში, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ შეხვედრას „F“ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს სტუმრად, ირლანდიაში გამართავს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები