საზოგადოება

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი იწყება

06.09.16 18:05


ბათუმი მონოპიესების ფესტივალს 6-9 სექტემბრის პერიოდში უმასპინძლებს.

„უკვე მესამედ, ბათუმი ექსპერიმენტულ, მრავალფეროვან და სოციალური თემატიკით გაჯერებულ ფესტივალს უმასპინძლებს; როგორც 2014-15 წლებში, ამჯერადაც, ძალიან საინტერესო და უჩვეულო კვირა გელოდებათ მათ, ვინც სპექტაკლების ნახვას გადაწყვეტთ“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაყურებელი ირაკლი კაკაბაძის, ზურაბ პაპიაშვილის, ნატალია ბლოკის, ლია ლიქოკელისა და სხვა დრამატურგების დადგმებს იხილავენ.

ბათუმის სტუმრებს თანამედროვე ქართველი დრამატურგების ყველაზე საინტერესო მონოსპექტაკლებს წარუდგენენ. ფესტივალის პროგრამაში შესულია ისეთი დადგმები, როგორიცაა ირაკლი კაკაბაძის „ჩემი მეგობარი ჰაშიში“ (მსახიობი გიორგი ცხადაძე), ზურაბ პაპიაშვილის „სადღეგრძელო“ (მსახიობი დავით წერეთელი), ნატალია ბლოკის „წრეზე“ (მსახიობი ნინო ციმაკურიძე), ლია ლიქოკელის "ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის" (მსახიობი მარინა ბურდული), პაატა ციკოლიას „მე მქვია ლალი“ (მსახიობი მეგი კობალაძე), ალექს ჩიღვინაძის „პატარა“ (მსახიობი სოფი ჩალაშვილი), და დრამატურგისა და მსახიობის, გეგი გაგნიძის „ჰალუცინაციას“. მონოსპექტაკლები ბათუმის საზაფხულო თეატრის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენასა და სხვადასხვა ლიტერატურული კაფეებისა და ქალაქის არტ-სივრცეში გაიმართება. მონოსპექტაკლებზე დასწრება უფასოა. ფესტივალის პროგრამას შეგიძლია გაეცნოთ აქ. ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები