საზოგადოება

ბათუმი ხავერდოვან სეზონზე დასასვენებელი კურორტების Forbes-ის ტოპ-ხუთეულში მოხვდა

07.09.16 14:25


ბათუმი ხავერდოვან სეზონში Forbes-ის რუსულ ვერსიაში დასასვენებელი კურორტების ტოპ-ხუთეულში შევიდა.

ხავერდოვან სეზონზე დასვენებისათვის პოპულარული საკურორტო ქალაქების და კუნძულების რეინგი Forbes.ru-სთან ერთად სასტუმროების საძიებო სერვისმა RoomGuru.ru-მ შეადგინა. ორ პერსონაზე დასვენების ბიუჯეტში შევიდა მოსკოვიდან და უკან გადაფრენის ღირებულება, ასევე კურორტზე არც ისე ძვირიან სასტუმროში(სამი ვარსკვლავიდან და ზემოდ) ერთკვირიანი ცხოვრების ხარჯი.

ანგარიშში შევიდა სექტემბრის საშუალო ფასები.

RoomGuru.ru-ს მონიტორინგის შედეგად, სექტემბერში ბათუმში ორკაციანი ერთკვირიანი დასვენება მსურველებს 32 ათასი რუბლი(დაახლოებით 494 დოლარი) დაუჯდება, ხოლო ავიაბილეთი ორივე მხარეს, ანუ მოსკოვიდან ბათუმში და უკან — 39 ათასი რუბლი (დაახლოებით 602 დოლარი) ორ პერსონაზე.

როგორც რეიტინგის ავტორები ამბობენ, ბათუმი დღეს საქართველოს შავი ზღვის ყველაზე განვითარებული კურორტია და სტუმრებს იზიდავს როგორც კარგი სანაპირო დასვენებით, ასევე თავისი მდიდარი ისტორიით.

Forbes-ის რეიტინგში ასევე შესულია ყველაზე საინტერესო და აღსანიშნავი მოვლენები, რომლებიც ბათუმში ხავერდოვან სეზონზე მოხდება. კერძოდ, 17-23 სექტემბერს აჭარის დედაქალაქში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი გაიმართება, 18-25 სექტემბერს კი საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAF.

ბათუმის გარდა, ხავერდოვან სეზონზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილების ტოპ-ათეულში შევიდა ბაქო, ზელენოგრადსკი (რუსეთი) და სალოუ (კატალონია, ესპანეთი).

კუნძულთა შორის, რომლებიც საუკეთესოა ხავერდოვან სეზონზე დასასვენებლად, დასახელდა კუნძული კრეტა (საბერძნეთი), აია-ნაპა (კვიპროსი), მაიორკა (ბალეარის კუნძულები, ესპანეთი), კუნძული სარდინია (იტალია) და მადეირა(პორტუგალია).

რეიტინგის ავტორებმა ასევე შეაჯამეს ფასები ხავერდოვან სეზონზე დასვენებაზე თითოეულ მიმართულებაზე. ორ კაცზე ერთკვირიანი დასვენების ბიუჯეტში შევიდა მოსკოვიდან ავიაგადაფრენა და საცხოვრებელი ხარჯი: 1. ბაქო(აზერბაიჯანი) — 52 ათ.რუბ. (დაახლ.801დოლარი) 2. იალტა(ყირიმი) — 55ათ.რუბ. (დაახლ. 848 დოლარი) 3. ზელენოგრადსკი (კალინინგრადის ოლქი, რუსეთი) — 43 ათ.რუბ. (დაახ.664 დოლარი) 4. სალოუ (კატალონია, ესპანეთი) — 80ათ.რუბ. (დაახლ. 1233 დოლარი) 5. ბათუმი (საქართველო) — 71ათ.რუბ. (დაახლ.1093 დოლარი) 6. კრეტა (საბერძნეთი) — 71ათ.რუბ. (დაახლ.1093 დოლარი) 7. აია-ნაპა(კვიპროსი) — 88ათ.რუბ. (დაახლ.1357დოლარი) 8. მაიორკა(ბალეარის კუნძულები, ესპანეთი) — 98ათ.რუბ. (დაახლ.1512დოლარი) 9. სარდინია(იტალია) — 104ათ.რუბ. (დაახლ.1512დოლარი) 10. მადეირა(პორტუგალია) — 106ათ. რუბ. (დაახლ.1635დოლარი).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები