საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა „APPLE”-ის, “SAMSUNG”-ის, “NOKIA”-ს და “HTC„-ის სახელით ჩინური წარმოების ტელეფონების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

07.09.16 16:30


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ შპს „მაინფმა ზუმერი“ ის წარმომადგენლებმა, ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებზე მოახდინეს დიდი ოდენობით “NOKIA”-ს და “SAMSUNG”-ის სასაქონლო ნიშნის კუსტარულად დატანა და შემდგომში მისი რეალიზაცია.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული საწარმოდან ამოღებულია 111 ერთეული“NOKIA”-ს და 219 ერთეული “SAMSUNG”-ის სახელით კუსტარულად ნიშანდებული ჩინური მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია შემდგომში, ჩინური წარმოების ტელეფონებზე დასატანად გამზადებული „APPLE”-ის, “SAMSUNG”-ის, “NOKIA”-ს და “HTC”-ის სამარკო ნიშნები“, -აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები