საზოგადოება

ოზურგეთში 15 წლის გოგონას ეძებენ

07.09.16 17:25


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მე-4 დღეა 15 წლის გოგონას ეძებენ. გაუჩინარებული გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს უკვე მიმართეს. “ხან ბათუმში ჩადიოდა მამამისთან, მაგრამ ეს ამბავი ყოველთვის ვიცოდი და ორ დღეში უკან ბრუნდებოდა. ახლა კი არაფერი ვიცი მისი გაუჩინარების შესახებ. პოლიციაში ვიყავი და მითხრეს, რომ ყველაფერის გააკეთებენ, იმისთვის, რათა ჩემი შვილიშვილი მოძებნონ“, - აცხადებს გოგონას ბებია.

15 წლის გოგონას საკუთარი ტელეფონი არ აქვს, თუმცა, ბებია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით ახერხებდა ოჯახთან დაკავშირებას, ამჯერად კი არაფერი იცის.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები