საზოგადოება
07.09.16 17:35
”საქართველოს ბანკს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ბანკს კახაბერ (კახა) კიკნაველიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ”საქართველოს ბანკში” განმარტავენ, კახა კიკნაველიძე შეცვლის მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს.
”მურთაზ კიკორია „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. ”საქართველოს ბანკის” გუნდი დიდ მადლობას უხდის მურთაზს მისი ღვაწლისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
კახა კიკნაველიძემ კარიერა სწორედ ”საქართველოს ბანკში”, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში. 2008 წლიდან დღემდე, კახა კიკნაველიძე ”საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე, ის ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“, ”საქართველოს ბანკის” მფლობელი კომპანიის, სამეთვალყურე საბჭოს წევრი. კახა კიკნაველიძე ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამ პოზიციას კიკნაველიძე დატოვებს 2016 წლის ბოლომდე, ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო მურთაზს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან ჯგუფის განვითარებაში შეიტანა მას მერე რაც შემოუერთდა ჩვენს გუნდს 2008 წელს, მათ შორის ჯანდაცვის ბიზნესის გენერალური დირექტორის რანგში 2012-2014 წლებში და სულ ბოლოს,“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მურთაზს მის შემდგომ საქმიანობაში.
აქვე, მსურს მივულოცო კახას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნა. კახა საქართველოს ბანკს საინტერესო დროს უერთდება, როდესაც ბანკს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს წარმატებით მიღწეული ზრდა და კიდევ უფრო განავითაროს მისი საცალო და კორპორატიული საბანკო მომსახურება. მე დიდი ხანია ვიცნობ კახას და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას მისთვის ახალ პოზიციაზე,“ - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა მოღვაწეობა გავაგრძელო ბანკში, აღმასრულებელ როლში. ვთვლი, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“, რომლის წევრიცაა საქართველოს ბანკი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ორგანიზაციაა და ჩემთვის პატივია შევუერთდე მის მმართველ გუნდს და ბანკი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. საქართველოს ბანკს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს და მე მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოსთან, „ბიჯეო ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვისა და ჩვენი ყველა სტრატეგიული პრიორიტეტის განხორციელებისთვის“,- განაცხადა კახა კიკნაველიძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 595
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24