საზოგადოება
07.09.16 18:40
რამდენიმე სკოლაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, 2 კვირით გადაიწიოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, საუბარია 3-4 სკოლაზე.
“600-მდე სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოებია. უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი კარგად არის. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, ლამბალო, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ორი კვირით გადაწევის კანონით გათვალისწინებული უფლება. არის შემთხვევები, სადაც შეიძლება ზუსტად 15-ში ვერ მოვასწროთ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და ამ შემთხვევაში სწავლამ შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიწიოს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ არსებულ მზადყოფნას, როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ამ მიმართულებით მდგომარეობა არაჩვეულებრივია.
„ახალი სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. პირველი ძალიან სასიხარულო სიახლე არის ის, რომ გაცილებით მეტი პირველკლასელი გვყავს, ვიდრე გვყავდა, ანუ ვმრავლდებით და უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში, რაც ძალიან სასიხარულოა.
მზადყოფნას რაც შეეხება, სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ მზადყოფნა არაჩვეულებრივი გვაქვს. ცალკეული შემთხვევები არის, სადაც ძალიან დაჩქარებული მეთოდით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ვცდილობთ, რომ ყველაფერი დროულად დავამთავროთ. მათ შორის სასიხარულო სიახლე არის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული ჯამში 100-მდე სკოლის პირველი 13 სკოლა უკვე ამ სასწავლო წელს გაიხსნება. ეს არის არაჩვეულებრივი სკოლები. ძალიან ბევრ ბავშვს ექნება საშუალება აბსოლუტურად არაჩვეულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24