საზოგადოება

საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია-გაიხსნა

07.09.16 20:30


ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის საქართველოში ჩატარება — ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის, როგორც ღვინის სამშობლოს იმიჯის დამკვიდრების კუთხით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონფერენცია, რომელიც თბილისსა და კახეთში გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (ЮНВТО) ეგიდით ტარდება, ოთხშაბათს გაიხსნა და სამ დღეს გასტანს. ღონისძიებას 150 ორგანიზაცია ესწრება.

პრემიერი მიესალმა 42 ქვეყნის 250 დელეგაციას, რომლებიც კონფერენციის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის პარალელურად, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთა, ეკონომიკის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მანამდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, რომ გაეროს ეგიდით ჩატარებული კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გავითარებას, ისე მის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, როგორც ღვინის სამშობლო ქვეყნისა.

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის საქართველოში ჩატარების თაობაზე ოფიციალურად 2015 წელს გახდა ცნობილი ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პროექტი წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობას 8 ათასი წლის ისტორია აქვს, რაც მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება. საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზის სახეობები დღესაცაა გავრცელებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და ის სახელმწიფოს დაცვის საგანია. ამას გარდა, საქართველოში აღნუსხულია 500 სახეობის ვაზი, რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული ქვევრის ღვინო კაცობრიობის ხელშეუხებელ კულტურულ მემკვიდრეობათა ჩამონათვალში შევიდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები