საზოგადოება

საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტმა უარყო ინფორმაცია ახალ პრეპარატზე

08.09.16 15:35


ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი კატეგორიულად უარჰყოფს რუსეთის მასმედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარაზიტების წინააღმდეგ ახალი თაობის პრეპარატის შექმნის შესახებ.

ინტერნეტში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვინმე ნინა ჯავახიშვილთან, რომელიც თითქოსდა საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ის ყვება პარაზიტებით გამოწვეული საშინელი დაავადებების შესახებ, თითქოსდა პირის ღრუში არსებული ცუდი სუნი დაკავშირებულია ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებასთან და ყველას ურჩევს მიიღონ პრეპარატი Bactefort".

პრეპარატის შესახებ დაწერილი სტატია გაფორმებულია რამდენიმე შემზარავი ფოტოსურათით, რომლებზეც პარაზიტები ადამიანის ორგანოებს ანადგურებენ.

როგორც სტატიის ავტორები ამტკიცებენ, ეს სურათები სწორედ რომ საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტშია გადაღებული, რადგანაც სპეციალისტები გაკვეთების ფოტოარქივს აწარმოებენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები