ეკონომიკა
16.09.16 20:40
ყველა ის მწვავე საკითხი, რაზეც დღეს თბილისელები საუბრობენ, ხშირად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა და მათი გადაჭრისთვის ისევ წლებია საჭირო. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც ანგარიშის წარდგენისას დავით ნარმანიამ განაცხადა, ორი წლის წინ, როცა „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, თბილისის საზოგადოებას წარედგინა 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას აპირებდა და როგორ ხედავდა გუნდი დედაქალაქის განვითარების პერსპექტივას.
თბილისის მერის თქმით, პრობლემების მოგვარების 41 პუნქტი არ ყოფილა ტრადიციული წინასაარჩევნო დაპირებების ზოგადი ჩამონათვალი. ეს იყო თბილისის მოსახლეობასთან რამდენიმეთვიანი ურთიერთობების ერთგვარი რეზიუმე და პასუხი ყველა იმ კითხვასა და მოთხოვნაზე, რაც თბილისელებს წლების განმავლობაში აწუხებდათ.
„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი ამ ორი წლის განმავლობაში, სწორედ ამ დაპირებების გათვალისწინებით და მათი შესრულებისთვის მუშაობდა, ეს იყო ამოსავალი პრინციპი 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების შედგენის დროსაც _ გაგვეთვალისწინებინა და გაგვეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ თბილისელებს. ამიტომაც, დედაქალაქის ბოლო ორი წლის ბიუჯეტი მკვეთრად არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. პრაქტიკულად გაორმაგებულია ყველა სახის სოციალური დახმარება, დამატებულია რამდენიმე ახალი პროგრამა. ჯანმრთელობის დაცვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაზე, ქალაქის გამწვანებაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოებაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ყველა ის მწვავე საკითხი, რაზეც დღეს თბილისელები საუბრობენ, ხშირად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა და მათი გადაჭრისთვის ისევ წლებია საჭირო.
„მით უფრო იმ პირობებში, როცა მთლიანად სტრუქტურაში დაგვხვდა აუწყობელი სისტემა და არ არსებობდა მართვის თანამედროვე, დემოკრატიული სტილი. უფრო სწორად, ყველაფერი აწყობილი იყო ერთი ადამიანის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე.
ჩვენი მიზანი იყო, ლოკალური პრობლემების მოგვარების პარალელურად, შეგვექმნა ქალაქის განვითარების გრძელვადიანი, სტაბილური სისტემა, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული პერსონების სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე. ამ ორ წელიწადში უნდა გამოჩენილიყო პრობლემების გადაწყვეტისა და ქალაქის განვითარების ტენდენციები. ეს ტენდენციები თვალსაჩინოა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 676
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24