პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისრაელის ელჩს შეხვდა

09.06.21 16:00


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო.

 

„ისრაელის სახელმწიფო და ისრაელის საელჩო ძალიან აქტიურად ეხმარებიან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით. მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფო განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) მიერ განხორციელებული პროგრამები განათლების, სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის და გაძლიერების, აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით. სულ მალე პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ერთ-ერთ რეგიონში საინტერესო სასოფლო-სამეურნეო ჰაბიც გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქცია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით სამომავლო აქტივობებიც დაგეგმეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები