პოლიტიკა
22.06.21 11:45
„ქვეყანას სჭირდება სოციალური კოდექსი, გერმანია არის კლასიკა ამ სფეროში და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუცია აქვს პრაქტიკულად სოციალური პოლიტიკის, სოციალური კოდექსის სახით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გაბუნიას თოქ-შოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“.
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრემიერ-მინისტრისა და მისი იდეა გაახმოვანა, რასაც პარლამენტი უაპელაციოდ დაეთანხმა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების პროექტი სოციალური მიმართულებით.
„სოციალური კოდექსის შემმუშავებელი ჯგუფი პრაქტიკულად უკვე არსებობს, ჩვენი პარტნიორები, დღეს იყვნენ იქ ამ წარმატებული ქვეყნების წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი, საფრანგეთის ელჩი შესაბამისი ფონდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები და ის ექსპერტები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყანაში მთავარ გამოწვევებზე ოკუპაციის გარდა, ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა და კოვიდი. მთავარი ოთხიდან სამი ძირითადი პრობლემა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწილ მიდგომას. ჩვენ აქამდე ფრაგმენტულად გვქონდა 200-ლარიანი დახმარებები, ახლა პრემიერის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გახმოვანდა, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ეს წრეც გაფართოვდა, 200 000-ზე მეტ ბავშვს ეხება, ნაცვლად 50 ლარისა ელემენტარული კვების ფული, რომ ჰქონდეთ ყველაზე გაჭირვებულ ბავშვებს 100 ლარი მიეცემათ. სოციალური კოდექსია, ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს. ამ იდეის გახმოვანება დღეს იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ წარმატებული პროექტი გვაქვს - საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ეს საკმარისი რომ არ არის და მეტი დინამიკა გვჭირდება, ამისათვისაა სისტემური მიდგომა, კონსტიტუცია, სწორი სოციალური პოლიტიკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები „სოციალური კოდექსის“ ორწლიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24